რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ - კარასინი
"რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ," - ეს განცახდება გრიგორი კარასინმა გააკეთა.
კარასინი დარწმუნებულია, რომ ჩინეთიც და ინდოეთიც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.
რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა დონეზე და ყველა მის ხელთ არსებული კონტაქტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების მიმართულებით წინ წაიწიონ. ეს საკითხი არ არის იოლი. იმიტომ რომ არის მეორე მხარე, ვგულისმობ კოლექტიურ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს [ქვეყნებს], თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის... ხელის ერთი გატკაცუნებით ეს არ მოხდება, მაგრამ მიღწევადია“, - განაცხადა კარასინმა.