მთავარი ამოცანაა, შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი - ანა დოლიძე საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს
"საპარლამენტო ოპოზიციამ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას" - პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს. ამის შესახებ პოლიტიკოსი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ანა დილიძის თქმით, ოპოზიცია ამ საკითხს სრული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს და კომისიის შექმნა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში პრიორიტეტი უნდა იყოს.
„საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია მალე გაიხსნება. მისი მთავარი ამოცანაა, გადაწყვიტოს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს ის საკითხია, რაზეც ოპოზიციას სრული პასუხისმგებლობა მართებს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის პრიორიტეტი. იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიები გაითვალისწინებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა, უსაფრთხოდ იცხოვრონ და შოვის ტრაგედიიდან გრძელვადიანი გაკვეთილები გამოიტანონ. პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისიც საჭიროა. ამ ყველაფერს სჭირდება საგამოძიებო კომისია. შესაბამისად, სექტემბერი სწორედ ის დროა, სადაც საპარლამენტო ოპოზიციამ ამისთვის უნდა იმოქმედოს“, - წერს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე.