ინდოეთში დაგეგმილ G20-ის სამიტს პუტინი არ დაესწრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სექტემბერში ინდოეთში დაგეგმილ G20-ის სამიტს არ დაესწრება. ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩაანაცვლებს.
G20-ის შეხვედრებში პუტინმა მონაწილეობა წინა წლებში ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღო, გარდა 2022 წლის, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.