ტყუილი და პროპაგანდა - ვოლსკი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია
ტყუილი და პროპაგანდა - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არსებულ შეფასებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და ის ხელისუფლებამ სწორედ ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის მითითებით დააკავა.
გიორგი ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირველად 2008 წლის ომის შემდეგ თქვა, რომ თითქოს მას ემუქრებოდნენ, თუმცა, დღემდე დეპუტატის თქმით, მესამე პრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი სწორედ ის ადამიანი, რომელმაც რუსეთს რეგიონში პოზიციები გაუმყარა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ის იტყუება, ის იყუება იმიტომ, რომ საკითხი, რომელიც ეხება ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას საერთაშორისო ფორმატებში, ეს ის თემა იყო, რომელიც უშიშრობის საბჭოსთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გაეროში, მან ისე დახატა ეს სიტუაცია, ვითომ ეს ჩვენ სარგებელს არ მოგვიტანდა და ვითომ ეს სარკოზის მიღწევა კი არა მედვედევის მოთხოვნა იყო, რაც აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანის მესიჯი იყო საზოგადოების. მაშინ თქვა პირველად, რომ რუსეთი ემუქრება მას და ის ხელს არ მოაწერს.
არცერთი მუქარა რუსეთის არასდროს არ განხორციელებულა მის მიმართ, დღესაც იმ აზრზეა, რომ თითქოს რუსეთი აწარმოებს მის მიმართ გარკვეულ პოლიტიკას და ციხეში იმიტომ ზის და არა იმიტომ, რომ მილიონებით მოიპარა ბიუჯეტიდან და არა იმიტომ, რომ უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი.
აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი პროპაგანდაა - რეალურად დააშავა, იხდის სასჯელს, აქ არ არსებობს არანაირი სხვა ფორმულირება. ცდილობენ შემოგვაპარონ მოსაზრება, თითქოს რუსეთს აქვს სააკაშვილის მიმართ პრეტენზია, პირიქით, თუკი ვინმემ რუსეთს რაიმე სიკეთე გაუკეთა ამ რეგიონში, გინდა სტრატეგიული ობიეტქების მიყიდვით, გინდა ამ ტერიტორიების საკმაოდ სერიოზული სტრატეგილი ამოცანების მიუხედავად, რომელიც ამერიკას და ევროკავშირს გააჩნდა, საგზაო რუკის დარღვევით და რუსეთისთვის უპირატესობის მიცემით, არაერთი სხვა მიმართულებით სააკაშვილი ყოველთვის მოქმედებდა ვითომ რიტორიკულად რუსეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ კონკრეტული ქმედებები გვიჩვენებს იმას, რომ თუკი რუსეთმა რეგიონში უპირატესობა მოიპოვა, ლომის წილი ამ წინაპიორობისა შექმნა სააკაშვილის ხელისუფლებამ და პირადად სააკაშვილმა,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.