ოკუპანტები სოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სავარაუდოდ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამენ

02.06.21 10:31
ოკუპანტები სოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სავარაუდოდ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, დრონით გადაღებული კადრებს ასაჯაროებს.

ფოტოს მიხედვით,  ხურვალეთის სასაფლაოსთან რუსი ოკუპანტები სამხედრო სწავლების ფარგლებში რადიოსადგურს დგამდნენ.

თავდაპირველად გავრცელდა ვერსია რომ ოკუპანტები ე.წ. საზღვართან საგუშაგოს აშენებდნენ, თუმცა რამდენიმე საათში თავად ოკუპანტებმა დაადასტურეს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე სამხედრო სამეკავშირეო ჯარების წვრთნებს ატარებდნენ.