მე რომ კარებს აქეთ კომენტარს გაძლევთ, მე სხდომათა დარბაზი დატოვებული მაქვს? - საკრებულოს თავმჯდომარე

29.08.23 13:26
მე რომ კარებს აქეთ კომენტარს გაძლევთ, მე სხდომათა დარბაზი დატოვებული მაქვს? - საკრებულოს თავმჯდომარე

"თქვენ როგორ თვლით, ობიექტურად, მე რომ კარებს აქეთ კომენტარს გაძლევთ, მე სხდომათა დარბაზი დატოვებული მაქვს?“ - ასე ცდილობს საკრებულოს თავმჯდომარე ახსნას პულტებით მანიპულირება, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" კამერამ დააფიქსირა. კადრებში კარგად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები კოლეგების ნაცვლად ხმას აძლევენ სადაო პროექტებს.

საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ეს პულტებით მანიპულაცია კი არა, ჩვეულებრივი პროცესია. ტყემალაძის განმარტებით, თუ დეპუტატი ხმის მიცემის დროს პულტთან არ იმყოფება, მას შეუძლია ხმა მოგვიანებით დააფიქსიროს და ეს ოქმშიც აისახება. 

სხვის მაგივრად ხმის მიცემაზე საუბარი არ არის, საკრებულოს წევრები იმყოფებიან დარბაზში, ოღონდ არ იმყოფებიან მის მაგიდასთან, სადაც არის პულტი.
თქვენ როგორ თვლით, ობიექტურად, მე რომ კარბს აქეთ კომენტარს გაძლევთ, მე სხდომათა დარბაზი დატოვებული მაქვს?“ - ამბობს ტყემალაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ გამოძიებით დადგინდეს, გააყალბეს თუ არა ოცნების დეპუტატებმა ხმები, როცა ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქს უნთებდნენ და კოლეგების ნაცვლად კენჭისყრებში მონაწილეობდნენ. პულტებით მანიპულაცია "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიური კადრებშიც გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.