ნაცმოძრაობა და პრიგოჟინი, რომ ერთმანეთთან კარგად იყვნენ, ვიცოდით, მაგრამ დაკავშირება Forbes-ის მხრიდან, ძალიან საინტრესოა - კობახიძე
სააკაშვილის პატიმრობა პუტინის მიერ არის დაგეგმილი, ზელენსკისთვის ჭკუის სასწავლებლად - Forbes-ის სტატიას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაუბრება. კობახიძე ვარაუდობს, რომ სტატია შესაძლოა იყოს შეკვეთილი.
ნაცმოძრაობა და პრიგოჟინი, რომ ერთმანეთთან კარგად იყვნენ, ვიცოდით, მაგრამ დაკავშირება Forbes-ის მხრიდან, ძალიან საინტრესოა. ნუ, არ ვიცი ახლა, ასეთი სპეკულაციები არის - ხშირად შეკვეთილია, ხშირად დაფინანსებულია ასეთი სტატიები, ამიტომ სერიოზული კომენტარის გაკეთება სტატიებზე, არასწორია,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.