ზაზა მესხის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა
სტიქია შოვში - ზაზა მესხის გარდაცვალება დადასტურდა. ინფორმაციას ზაზა მესხის ახლობელი ავრცელებს და წერს, რომ ზაზა მესხის გარდაცვალება დნმ-ით დადასტურდა.
"დნმ" ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი.
პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს
ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნება - ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში - ტყეში ჩვენს გულებში," - წერს ზაზა მესხის ახლობელი.
ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი. იდენტიფიცირებულია მისი მეუღლის და შვილის ცხედრებიც.