მთავარი პრობლემა რეგიონებში ჯანდაცვის მიუწვდომლობაა - ირაკლი კუპრაძე სამხედროს გარდაცვალებაზე

29.08.23 15:32
მთავარი პრობლემა რეგიონებში ჯანდაცვის მიუწვდომლობაა - ირაკლი კუპრაძე სამხედროს გარდაცვალებაზე

შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ოპოზიცია ყურადღებას მთიან რეგიონში სამედიცინო კუთხით არსებულ პრობლემებზე ამახვილებს. "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე რეანომობილების არარსებობაზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ჯიბეების გასქელების ნაცვლად, აღნიშნული საკითხი უნდა მოაგვაროს. 

მთავარი პრობლემა არის ის, რომ რეგიონები არ არიან მზად სამედიცინო კუთხით, რეანომობილების კუთხით, შესაბამისი კლინიკების კუთხით მიიღონ მიიღონ და გასცენ მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი და ძირეული პრობლემა, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ჯიბის გასქელებაზე კი არა, იზრუნებს იმაზე, რომ რეგიონებში იყოს გამართული სამედიცინო სტრუქტურები, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშოების დროს სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. თემურ ხარჩიალავას, სავარაუდო, გულის შეტევა განუვითარდა.