რეანომობილების პრობლემა რეგიონებში გამოწვევად რჩება - თამაზ დათუნაშვილი შოვში სამხედროს გარდაცვალებაზე

29.08.23 15:38
რეანომობილების პრობლემა რეგიონებში გამოწვევად რჩება - თამაზ დათუნაშვილი შოვში სამხედროს გარდაცვალებაზე

შოვში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემდეგ "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ყურადღებას მთიან რეგიონებში რენომობილების არარსებობაზე ამახვილებს. ოპოზიციის წევრი ხელსუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში, რომლის მტავარი შემოსავლი წყარო ტურიზმია, ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 

ქვეყანაში სერიოზული პრობლემა გვაქვს სამედიცინო სერვისებზე წვდომის რეგიონებში. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული პრობლემაა რეანომობილის პრობლემა საქართველოს მთიან რეგიონებში. ქვეყანაში, რომელშიც ტურიზმი არის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო, არის უბრალოდ, აბსურდი, რომ რეანომობილები, ტრავმატოლოგიური თუ პირველადი მომსახურების ამბოლატორიული ცენტრები არ გვაქვს ასეთ ტურისტულ ზონებში, ეს არის ტრაგედია. ტრაგედიაა ის, რომ გუშინ, როდესაც გოჩა ენუქიძის 40 სართულიან რაღაც ჯოჯოხეთრ ნაგებობას ამტკიცებდა თბილისის საკრებულო, ეს ის კაცია, რომელიც წარმოადგენს რაჭას, ეს ის კაცია, რომელიც არის რაჭის დეპუტატი, ეს ის კაცია, რომელმაც 1 რეანომობილის თანხა ვერ გაიმეტა თავისი მრავალი მილიონიდან და ვინმეს მორალს უკითხავს კიდევ ეს პოლიტიკური ძალა, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 
 

შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშოების დროს სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. თემურ ხარჩიალავას, სავარაუდო, გულის შეტევა განუვითარდა.