ძალიან სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე - ჩიხლაძე კარასინის მუქარაზე
"ძალიან სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე და დიპლომატიაში, რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან მოიკოჭლებს," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე გრიგორი კარასინის მუქარას.
ჩიხლაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმების დროს ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დაიცვა.
ძალიან სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე და დიპლომატიაში, რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან მოიკოჭლებს და რეალურად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ეს პოლიტიკა, რასაც აჟღერებს კარასინი, მედვედევი, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ჩინეთი ახსენებს თავის ტერიტორიას ტაივანს და საქართველოს აღებინებს ვალდებულებას, რომ ტაივანს არასდროს აღიარებს და სამაგიეროდ, ამ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი სამხრეთ ოსეთ-სამაჩაბლოზე და არაფერია ნათქვამი აფხაზეთზე,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
მსგავსი სიახლეები
„რუსეთი ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიისთვის ემზადება, ხელისუფლება კი დუმს“ - ბერდია სიჭინავა
სიჭინავას განცხადებით, კრემლმა პირველად წარადგინა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთში დაბადებული და რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ხანგრძლივი კარიერით დაკავშირებული მარატ კამბოლოვი