2030 წელი საქართველოსთვის ზედმეტად ამბიციური თარიღია - იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოებაზე
2030 წელი საქართველოსთვის ზედმეტად ამბიციური თარიღია - ამის შესახებ "პირველებთან" "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იაზვიაკი საუბრობს. იოზვიაკის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო ოქტომბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, ახლა ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას.
"რადიო თავისუფლების" ბრუსელის ბიუროს რედაქტორი ამბობს, რომ შარლ მიშელის განცხადება, რომელიც 2030 წლის ევროკავშირის გაფართოებას გულისხმობს, ძირითადად დასავლეთ ბალნეთის ქვეყნებისკენ არის მიმართული, ასევე ეხება უკრაინას და მოლდოვას, თუმცა არა საქართველოს.
თუ კანდიდატის სტატუსს ამ ოქტომბერს მიიღებთ, გაწევრიანების პროცესს დრო დასჭირდება. როცა შარლ მიშელმა დაასახელა 2030 წელი, ეს ამბიციური მიზანია ძალიან ამბიციურ ქვეყნებისთვისაც კი და მოდი, ვიყოთ გულრწფელი, საქართველო ახლა არ არის ყველაზე ამბიციური ქვეყნების სიაში. ეს უფრო პოზიტიური სიგნალია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომლებმაც უკვე დაიწყეს წევრობაზე მოლაპარაკებები. მაგრამ, საქართველოს კანდიდატის სტატუსიც კი არ აქვს ჯერ, ამიტომ 030 საქართველოსთვის ზედმეტად ამბიციური თარიღია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შემდეგ დეკადაში, 2030-იან წლებში ევროკავშირის უფრო დიდ გაფართოებას ვნახავთ. შარლ მიშელს უფლებამოსილების ვადა შემდეგ წელს ეწურება, ამიტომ მას უფორ დიდი ამბიციები აქვს. ახლა ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტია, ესაუბრა ბევრ ქვეყანას, ეს კი ნიშანია იმისა, რამდენად ამბიციურები არიან ქვეყნები გაფართოების კუთხით. მან დრო ნაწილობრივ დაასახელა იმისთვის, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინოს წევრ სახელმწიფოებზე და ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის საქართველო, - ამბობს იოზვიაკი.
ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ საქართელო ახლა მოწინავე ქვეყნების სიაში არ არის. რიკარდო იაზვიაკი ამ საკითხში მთავორბის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ის ქვეყნები ხდებიან, რომელტა ხელისუფლებებიც ოპოზიციასთან კონსესუსში არიან.
სიტყვით გამოსვლის დროს მიშელმა ახსენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში ყოფნა. ჩემი აზრით, ეს საქართველოსთვის და სერბეთისთვის ფარული მესიჯი იყო სანქციებთან მიმართებაში. ახლა გაფართეობის პროცესი მიდის. მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთში არიან მოწინავე პოიზიციებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო მუდმივად ბოლო ადგილზე იქნება. ახლა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები წინ მიიწევენ , საქართველო კი არა. სულ მცირე 4 ქვეყანა გაწევრიანების გზაზე საქართველოზე წინ დგას. სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი მთავრობაზე დგას. ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარმატებას ძირითადად ის ქვეყნები აღწევენ, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება კონსესუსს აღწევენ, - ამბობს იოზვიაკი.