თუ მაინც მოგვცეს ამას შეიფერებენ, მიიღებენ, როგორც მუქთა, მუქთახორები არიან - ზაქარეიშვილი
"მიმდინარეობს ძალიან, ძალიან სერიოზული მსჯელობა მისცენ და როგორ მისცენ და თუ არ მისცენ, რატომ არ მისცენ კანდიდატობის სტატუსი საქართველოს, საქართველოზე საუბარი არ არის", - ეს განცხადება კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა შარლ მიშელის განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.
ზაქარეიშვილის თქმით, ბრიუსელში მსჯელობენ არგუმენტებზე, რატომ უნდა მისცენ საქართველოს სტატუსი, რადგან პარტნიორი ქვეყნები თვლიან, რომ საქართველოს მოსახლეობისგან განსხვავებით მთავრობა სტატუსის მიღებას არ იმსახურებს.
ზაქარეიშვილის თქმით, ევროკავშირში საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის მმართველობის სტილს შორის პარალელს ავლებენ.
საუბარია ხელისუფლებაზე - რამდენად ყველაფერს აკეთებენ, რომ მოგვცენ თუ პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოგვცენ. მათ ეშინიათ, საქართველო არ მოხვდეს როგორც ტროას ცხენი - როგორც უნგრეთია ან ბელორუსია, რომელიც არ ფიქრობს გაწევრიანებაზე, ბელორუსია დღეს ევროპაში იქცევა ამორალურად და ანგრევს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციას, რომ საქართველო არ გახდეს ტროას ცხენი.
არგუმენტი მკაფიოა - ხალხი ბელორუსიის თქვენზე უფრო წინ არის, ქუჩაში გამოდიოდნენ, ათასობით ადამიანი ციხეშია, ოპოზიცია ვინც ციხეში არ მოხვდა, არის უცხოეთში, მთელი ბელორუსია უფრო მეტად მოტივირებულია ხალხი, მაგრამ ხელისუფლება რას შვრება - ბირთვული იარაღი განალაგა ტერიტორიაზე, ვერ ერევიან ამ ლუკაშენკოს, ვერ ერევიან რუსული გუბერნიის კონცეფციას. ხელისუფლება წონის ხალხის ნებას და გვეუბნებიან, უკაცრავად, ბელორუსი ხალხი უფრო მეტად მოტივირებულია, ვიდრე ქართველი ხალხი,“ - ამბობს ზაქარეიშვილი.
მიშელის გზავნილის საპასუხო განცხადების გამო ზაქარეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.
თუ მაინც მოგვცეს ამას შეიფერებენ, მიიღებენ, როგორც მუქთა, მუქთახორები არიან და არაფერს აკეთებენ, სამარცხვინო განცხადება გააკეთა კობახიძემ, რომ ღირსი ვართო და სამწუხაროდ, ჩვენ ჩამოვრჩით ძალიან ბევრ ქვეყანას და ახლა ბოსნია-ჰერცოგოვინას დონეზე ვართ. სამარცხვინო ფრაზა თქვა კობახიძემ, რომ მათ წინადადებებს ჩვენ განვიხილავთო - ჩვენ კი არ უნდა განვიხილოთ, ისინი განიხილავენ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირში,“ - ამბობს ზაქარეიშვილი.
მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, კანდიდატობის სტატუსი გამოადგებათ, რომ არჩევნებში მტკიცედ გაიმარჯონ, რატომ არ უნდათ სერიოზული პროგრესი - იმიტომ, რომ კანდიდატობის სტატუსის მიღების მერე 12-ჯერ 12 პუნქტი იქნება შესასრულებელი. მათთვის მაინც ნომერ პირველი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, ევროკავშირი ამას არ შეარჩენთ. ევროკავშირმა და ამერიკამ "ნაციონალურ მოძრაობას" არ შეარჩინეს ეს, თავის დროზე მათ ჩემთვის უთქვამთ, რომ ენმ-ის მთავარი შეცდომა იყო, რომ არასწორი მეგობრები აირჩიეს, რომლებიც არ პატიობენ დემოკრატიიდან გადახვევას. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ მოიგებს, იმიტომ, რომ მას ჰყავს საფრთხობელად რეზინის თოჯინად „ნაციონალური მოძრაობა“, როცა უნდა გაბერავს, როცა უნდა დაფუშავს,“ - ამბობს ზაქარეიშვილი.