ბაღდათის მუნიციპალიტეტში ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა სოფელ დიმში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
მსგავსი სიახლეები
18.09.26 12:25
„რუსეთი ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიისთვის ემზადება, ხელისუფლება კი დუმს“ - ბერდია სიჭინავა
სიჭინავას განცხადებით, კრემლმა პირველად წარადგინა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთში დაბადებული და რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ხანგრძლივი კარიერით დაკავშირებული მარატ კამბოლოვი