შეიცვლის თუ არა გახარიას გუნდი პოზიციას საპარლამენტო კომისიის შექმნაზე - ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის ემზადება
შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია და შეიცვლის თუ არა პოზიციას გახარიას გუნდი - საპარლამენტო ოპოზიცია მოლარაპარაკებებისთვის მზად არის.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ როგორც კი ფორმალურ სახეს მისცემენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, გიორგი გახარიას გუნდთან მოლაპარაკებები დაიწყება.
საგამოძიებო კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა, არის დღის წესრიგში და არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არც ჩვენ და არც საზოგადოებას, ჯერჯერობით, არ მიგვიღია პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც არსებობს და არ ვართ დარწმუნებული, რომ საგამოძიებო სტრუქტურები იმოქმედებენ ეფექტურად, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
გახარიას გუნდი თუ ოპოზიციას არ დაეხმარება და საჭირო ხმების მობილიზებაში, ფაქტობრივად, ხელს შეუშლის, რომან გოცირიძის შეფასებით, ამით ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები "ქართულ ოცნებას" დაეხმარებიან.
საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რა ნამუსით უნდა თქვას უნდა თქვას ქართულმა ოცნებამ უარი, ეს იქნება წარმოუდგენელი უზნეობა. ჩვენ ყველა ძალას ვიხმართ და ბუნებრივია, საზოგადოების ზეწოლით ქართული ოცნება უნდა ვაიძულოთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. თუ გამოჩნდება, რომ მთელი ოპოზიცია არის პარლამენტში და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხმა გვაკლდება, ბუნებრივია, რომ ისინიც შეიცვლიან ამ აზრს, თუ ამას არ გააკეთებენ, გამოდის "ქართული ოცნების" დახმარება,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
გახარიას გუნდისგან დამაჯერებელი არგუმენტი კომისიის არშექმნასთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ მოისმინა "სტრატეგია აღმაშენებელმა". როგორც სერგო ჩიხლაძე ამბობს, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ერთადერთი ბერკეტი იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს დაგროვილ კითხვებზე პასუხი.
ვიცით, რომ არც შოთაძის პროკურატურა და არც გომელაურის შსს არ გამოიძიებს და არ მოიკვლევს სახელმწიფო თანამდებობის პირების - მათ შორის მინისტრების, პრემიერ-მინისტრის და სხვების, თანამდებობრივი გულგრილობის საკითხს.
რაც შეეხება გახარიას პარტიის პოზიციას, ისევ ვერ მოვისმინე არგუმენტირებული მიზეზი, რატომ უნდა იყვნენ იისნი ამის წინააღდეგ. ოპოზიციურ პარტიებს გვექნება კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ რამე გადაულახავი დაბრკოლება მათი მხრიდან არ უნდა იყოს,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.