"სააკაშვილს პრორუსული ხელისუფლება სჯის" - "ოცნება" "ფორბსის" სტატიამ გააღიზიანა
"ქართული ოცნება" "ფორბსის" წინააღმდეგ - მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან გამოცემას პარტიის თავმჯდომარე თავს მას შემდეგ დაესხა, რაც იქ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოტანილი მძიმე ვერდიქტი ამოიკითხა. გამოცემა პირდაპირ წერს, რომ სააკაშვილს პრორუსული რეჟიმის წარმომადგენლები სჯიან. სტატიის ავტორი წერს, რომ სააკაშვილის პატიმრობა ეს არის პუტინის გზავნილი ზელენსკითვის, რომ მანაც შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბედი გაიზიაროს.
დასავლური მედია უკვე ღიად საუბრობს საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე - ეს გზავნილი ამოიკითხა ოპოზიციამ "ფორბსის" სტატიაში. ეს ის გამოცემაა, რომლითაც იწყება მსოფლიო ლიდერების დილა.
სტატია უკრაინა რუსეთის ურთიერთობებსა და პრიგოჟინის სიკდილს მიეძღვნა, თუმცა პუტინის შურისძიების მეთოდებზე საუბრისას ავტორებმა ვრცლად აღწერეს სააკაშვილის მაგალითი, როგორც პრეზიდენტის, რომელიც რუსულ აგრესიას აღუდგა წინ.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
„რუსეთი ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიისთვის ემზადება, ხელისუფლება კი დუმს“ - ბერდია სიჭინავა
სიჭინავას განცხადებით, კრემლმა პირველად წარადგინა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთში დაბადებული და რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ხანგრძლივი კარიერით დაკავშირებული მარატ კამბოლოვი