"ტერორის ახალი გზა" - "ოცნებას" ოპოზიცია სრულ კონტროლზე აჰყავს

29.08.23 20:36
"ტერორის ახალი გზა" - "ოცნებას" ოპოზიცია სრულ კონტროლზე აჰყავს

 

 

"ქართულ ოცნებას" ოპოზიცია სრულ კონტროლზე აჰყავს. პარტიების ტოტალური კონტროლის და მათი ტერორის ახალი მექანიზმი ამოქმედებულია. დღეიდან ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია, სრული ფინანსური ანგარიში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს: დაწყებული პარტიის შემოსავლებით და მივლინებებში დახარჯული თანხებით დასრულებული. ეს ის უწყებაა, რომელიც პირადად ირაკლი ღაიბაშვილს ექვემდებარება და შესაბამისად პრემიერის დავალებებს ასრულებს. 

რა გამოიძია დღემდე ანტიკორუფციულმა ბიურომ? პომპეზური პრეზენტაციიდან რამდენიმე თვეა გასული, თუმცა ამ უწყების საქმიანობის შესახებ, პრაქტიკულად, არაფერია ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ამ უწყებას მხოლოდ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ექნება: გააკონტროლოს და გამოავლინოს დარღვევები ოპოზიციურ პარტიებში და კომპრომატები ოპონენტებზე პრემიერს დაუდოს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.