აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ანექსიით მედვედევის შემდეგ კარასინიც იმუქრება - "ოცნება" დუმს
ახალი რუსული გეგმა და კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში რეგიონების ანექსიის სისრულეში მოსაყვანად - მედვედევის შემდეგ კრემლმა მეორე ფრონტი რუსეთის საგარეო უწყებას გაახსნევინა. "ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთისა და ცვხინვალის დამოუკიდებლობა," - ამბობს გრიგორი კარასინი. რიგში ჩინეთი და ინდოეთი დგანან. კარასინი არ მალავს, რომ სწორედ ამ ქვეყნებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
ეს ის ჩინეთია, რომელთანაც პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. რას უპირისპირებს "ქართული ოცნება" რუსეთის გეგმას? სტრატეგია უცვლელია: ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიჩუმე არაღიარების პოლიტიკის წარმატების მთავარი ფაქტორია, ამიტომ დღესაც არცერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუკეთებია განცხადება. მათ შორის არც თბილისის მთავარ მომლაპარაკებელს მოსკოვთან. ზურაბ აბაშიძემ არა თუ დაგმო კარასინის განცხადება, საერთოდ კომენტარზეც უარი თქვა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.