ევროკავშირის გაფრთოება საქართველოს გარეშე? - ბრუსელის გზავნილმა "ოცნება" საგონებელში ჩააგდო
ვისთვის გაიხსნება 2030 წელს ევროკავშირის კარი და იქნება თუ არა ამ ქვეყნებს შორის საქართველო? - ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელიც შარლ მიშელის განცხადებამ დატოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვის ადრესატები ამბიციური მიზნების მქონე ქვეყნები იყვნენ - საქართელოს კი ასეთი ამბიციები არ გააჩნია, - ასე თვლის "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რომელიც ევროკავშირის კოლუარებიდან ბევრ ინფორმაციას ფლობს. რიკარდო იაზვიაკის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არ ნიშნავს, რომ 7 წლის შემდეგ იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდება, ვინც ევროკავშირის წევრი გახდება.
შარლ მიშელის განცხადებამ "ქართული ოცნება" დიდ საგონებელში ჩააგდო. ხელისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ითხოვს. ანუ გარანტიებს, რომ ბორტს მიღმა არ დარჩება, თუმცა რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ასეთი გარანტიები მიეღო.
ოპოზიციისთვის კი ბრუსელის გზავნილი განგაშის საფუძველია. თუ ქვეყანამ უახლოეს პერიოდში არ დაარწმუნა პარტნიორები, რომ იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირის გაფართოების გეგმა საქართველს გარეშე განხორციელდება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.