ხელისუფლების საქმე სწორედ ესაა, გააკეთოს სწორი გათვლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა შესაბამისად განავითაროს - ახლა მხოლოდ ჩვენი სამაშველო სამსახურების იმედი მაქვს - საბა ბუაძე
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე დედაქალაქში სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას ახსენებს, რომ 1,5 მილიარდიანი ბიუჯეტის მიუხედავად, დედაქალაქი კვლავ მოუმზადებელი ხვდება სტიქიას.
სამწუხაროდ, მცირე კრიზისი საკმრისია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს როგორი მიგდებულია თბილისი და მთელი საქართველო.როგორც ამბობენ ძლიერი ნალექია და რათქმაუნდა, ასეთ ვითარებაში, რთულია კარგი მოლოდინი გქონდეს. თუმცა, ხელისუფლების საქმე სწორედ ესაა, გააკეთოს სწორი გათვლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა შესაბამისად განავითაროს.რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს მომავალი დღეების დისკუსიაა. ახლა მხოლოდ ჩვენი სამაშველო სამსახურების იმედი მაქვს და გამძლეობა მინდა ვუსურვო მათაც და ყველას ვინც სტიქიას საკუთარ სახლებში საკუთარი ხელით ებრძვის". - წერს "ლელს" საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში თბილისის ბიუჯეტმა 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.