სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა პოლიეთილენის ქილები, ცელოფნები, იწვევდა დაგუბებას, ხელით გავწმინდეთ - კაკულია

30.08.23 01:04
სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა პოლიეთილენის ქილები, ცელოფნები, იწვევდა დაგუბებას, ხელით გავწმინდეთ - კაკულია

"თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის დავით კაკულიას თქმით, სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა პოლიეთილენის ქილები, ცელოფნები, რაც მისი განცხადებით დაგუბებას იწვევდა.

განხადება კაკულიამ, კახა კალაძესთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.

სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა პოლიეთილენის ქილები, ცელოფნები, პარკები, იწვევდა დაგუბებას, გაბიდნული იყო და ხელით გავწმინდეთ
გაიტანა სანიაღვრემ და დრო სჭირდება რომ გაიტანოს ბოლომდე.

გლდანი-ნაძალადევში იყო პრობლემები და ძირითადად რჩება

ცხაურებია გაბიდნული, სისტემამდე ვერ აღწევს წყალი" - განაცხადა კაკულიამ. 

 თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა, დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში.