უხვი რაოდენობით გადმოდის კანალიზაციის კოლექტორიდან წყლის მასა, ეს დამატებით პრობლემას ქმნის - მერის მოადგილე
უხვი რაოდენობით გადმოდის კანალიზაციის კოლექტორიდან წყლის მასა, ეს დამატებით პრობლემას ქმნის - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
ბენდელიანის თქმით, ასევე პრევენციის მიზნით მოხდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დროებით შეზღუდვა.
ძლიერი ნალექის გამო, ახლა სადაც ვიმყოფებით, სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის პანდუსის ასახვევთან, უხვი რაოდენობით გადმოდის კანალიზაციის კოლექტორიდან წყლის მასა, ეს დამატებით პრობლემას ქმნის. ეს არის საბურთალო ზედა ნაწილი, ნუცუბიძე, სპორტის სასახხლის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. კოლექტორი არის, მაგრამ ჭარბი რაოდენობის მოცულობას ვეღარ გაუძლო და უშუალოდ ზედაპირზე, წყალზე გადმოდის.
გარდა ამისა, უხვი ნალეწის გამო, რამოდენიმე უბანში ქვიშა-ხრეშია ჩამოტანილი თბილსერვისი იმუშავებს მთელი ღამე.
გვქონდა შემთხვევები, ხეები ტყდებოდა, ეკო სამსახური ჩართულია ახლაც.
პრევენციის მიზნით მოხდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დროებით შეზღუდვა, არანაირი პანიკა მეგობრებო, პრევენციის მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება
მთელი ღამით განმავლობაში იქნება მობილიზება, რომ დილით უკვე მოძრაობა შეზღუდული არ იყოს". - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა, დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში.