სანიაღვრეების მოწესრიგების ნაცვლად კალაძე კორუფციით და ნეპოტიზმით არის დაკავებული - ნადირაძე

30.08.23 11:58
სანიაღვრეების მოწესრიგების ნაცვლად კალაძე კორუფციით და ნეპოტიზმით არის დაკავებული - ნადირაძე

დედაქალაქში უკვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებში ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე კახა კალაძის პასუხისმგებლობას ხედავს. ოპოზიციის წევრის თქმით, კალაძე ნაცვლად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემების პრობლემის მოგვარებაზე და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იყოს ორიენტირებული, კორუფციით და ნეპოტიზმით არის დაკავებული. 

ყოველი წვიმის მოსვლა, ფაქტობრივად, არის უკვე სტიქია ამ ქალაქისთვის. რატომ? იმიტომ, რომ არ არის მოწესრიგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა. კახი კალაძე, იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე, არის დაკავებული კორუფციით, ნეპოტიზმით, უბრალოდ გულრგილობით და შესაბამისად, არ ხდება არც სანიაღვრე სისტემების გაწმენდვა უკვე არსებულის, არ ხდება ახალ გაზებზე, მაგისტარლებზე და გამზირებზე. რომლის რებილიტირებაშიც იგივე კახი კალაძე მილიონობით ლარს ხარჯავს, ახალი სანიაღვრე სისტემების დანერგვა,  არ ხდება, ამთ შორის, ხევების და მდინარეების კალაპოტების გაწმენდვა და იქ ნაგავი იყრება, მათ შორის, სამშენებლო ნაგავი, რომელიც დამატებით პრობლემებს ქმნის, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა დასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.