შევახსენებ კალაძეს, რომ მუნიციპალური სერვისების გამართულ მუშაობაზე პასუხიმგებელი სწორედ ის არის - დონაძე
"ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ თბილისის მერიამ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე 72 მლნ ლარი დახარჯა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი გამართულად არ მუშაობს. ოპოზიციის წევრი დედაქალაქის მერს ახსენებს, რომ მუნიციპალური სერვისების გამართულ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.
დღეის მდგომარეობით თბილისის მერიას სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში დახარჯული აქვს 54 მილნ ლარზე მეტი, ხოლო თბილისის რეიონის გამგეობებს 17 მლნ ლარზე მეტი. ანუ ჯამში, თბილისის მერიის სისტემამ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაში დახარჯა 72 მლნ ლარზე მეტი. მაგრამ, ხედავთ, რომ არ მუშაობს აღნიშნული სისტემები ან არასაკმარისი თანხაა დახარჯული ან რაც დახარჯულია, არის უხარისხო. მინდა შევახსენო კახა კალაძეს, რომ მუნიციპალური სერვისების გამართულ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას, - ამბობს ბესიკ დონაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა დასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.