ხელისუფლების პირველი ამოცანა ადამიანების უსაფრთხოება უნდა იყოს - "ლელო" გუშინდელ სტიქიაზე
დედაქალაქში შექმნილი პრობლემების გამო, რომელიც გუშინ უხვმა ნალექმა გამოიწვია, "ლელო" დედაქალაქის მერის და ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. პარტიის წერვმა ვატო სურგულაძემ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
სურგულაძის თქმით, ხელისუფლების პირველი ამოცანა ადამიანების უსაფრთხოება უნდა იყოს, თუმცა ამის ნაცვლად მთავრობა უსარგებლო და საფრთხის შემცველი პროექტების დაგეგმვითა და გახორციელებით არის დაკავებული.
დღევანდელი ჩემი ბრიფინგი ეძღვნება გუშინდელ დღეს, უფრო სწორედ გუშინ რაც მოხდა, პარასკევს საკრებულოში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოებაზე. პირველი ამოცანა ნებისმიერი ხელისუფლების, ეს იქნება, ადგილობრივი თუ ფედერალური, ეს არის ადამიანების უსაფრთხოება. ყოველთვის უნდა ცდილობდეს სახელმწიფო, რომ ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. რაც მოხდა გუშინ, ჩვენ ისევ გადავრჩით, გადავრჩით და მადლობა უფალს, რომ არ იყო მსხვერპლი, რომ მოსულიყო იგივე ნალექი, რაც მოვიდა 8 წლის წინ 2015 მერწმუნეთ, გაცილებით უფრო რთული სიტუაცია გვექნებოდა. სად მოხდა პრობლემები? ეს არის ვაკე, გლდანი განსაკუთრებით, სადაც ვითომ ახლად არის გაკეთებული სისტემები, ახალი კანალიზაციის სისტემაა გაკეთებული და ყველაზე საინტერესოა, რომ ის ადგილი, რომელიც 3 თვის წინ გაიხსნა, მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის შემაერთებელი გზა, რომელიც არავის არ სჭირდება, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, დატვირთული არ არის, 3 თვეში ჯერ ქვათაცვენა იყო და გუშინ წყალიც ვერ შეაკავა. აი, ამაშია საქმე და რასაც ჩვენ პარასკევს ვსაუბრობდით, რომ მთავარია უსაფრთხოება და მთავარია, რომ ის შენობები, რომლებიც კიდევ უნდა ავაშენოთ და რატომღაც გვეუბნებიან იმის შესახებ, რომ ქალაქის განვითარება, ქალაქის განვითარება მაშინ არის რეალური, როდესაც ადამიანები უკეთესად იწყებენ ცხოვრებას და არა ის ბეტონის ჯუნგლები, რომელსაც აპირებენ, რომ ჩასვან ჩვენი ქალაქი, ის უბედურება, რომელსაც აპირებენ ლაგუნა ვერეზე, რომ გააკეთონ, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით. თბილისი არის სეისმოლოგიური და წყალდიდობების დიდი რისკი არსებობს, სეისმოლოგიური პრობლემები არსებობს, ღვარცოფების პრობლემები არსებობს. 15 შემონადენი აქვს მტკვარს და 15 არის სახიფათო ქალაქისათვის და გუშინდელი იმის გამართლება, რომ ამდენი ნაგავი საიდან არის თბილისში და რატომ გაიჭედა სანიაღვრეების მიმღები კოლექტორები, ვის ეკითხები,?ჩვენ გვეკითხება ბატონი მერი, ჩვენ? რატომ არ არის გაწმენდილი იმიტომ, რომ დასუფთავების სამსახურში რამდენი დასუფთავების თანამშრომელი მუშაობს, რომელიც რეალურად მუშაობს? ყველას ერთი უფროსი ჰყავს, ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა, როდესაც ვერ ვაკეთებთ იმის ანალიზს, ჩვენი ნაბიჯები ნებისმიერი ახალი შენობის მითუმეტეს, გრანდიოზული შენობის აშენება, რა რისკები შეიძლება გამოიწვიოს. სახლები, რომლებიც 2 წლის წინ იყო ჩაბარებული და ალბათ ყველამ კარგად ნახეთ და არავითარი ფეიკი არ იყო ეს, ლიფტებში წყალი შევიდა, ახმეტელის მეტროში წყალი შევიდა. მეტრო სტრატეგიული ობიექტია, იქ რატომ იყო გაბიდნული? იმიტომ, რომ დღემდე არ გვაქვს ჩვენ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც შეიძლებოდა 2015 წელს ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც ამ ხელისუფლებამ, ქალაქის ხელისუფლებამ ეს პროექტი დაიწუნა", - ამბობს "ლელო"-ს წევრი ვატო სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა და სხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.