"ცრუპენტელა და სიმულანტი ხარ" - ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში
ოზურგეთის საკრებულოში დღეს ისევ ხმაური და დაპირისპირება იყო. დეპუტატები ერთმანეთს ამჯერადაც სიტყვიერად დაუპირისპირდენენ. დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი საკითხი თხილის ფასია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჭიროა სუბსიდირება, წინააღმდეგ შემთვევაში, შემოსავლებით კრედიტების გადახდასაც კი ვერ შეძლებენ.
საკითხის სხდომაზე გაჟღერებისთანავე დეპუტატები უერთიერთ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. "პოლიტიკურად ბეცი ხარ", უთხრეს "ოცნების" დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
სხდომაზე ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა თხილი მიიტანა და დაინტერესდა, რატომ არის დღეს მისი ჩაბარების საფასური 2 ლარი. ნიკოლაიშვილს აინტერესებდა, რას აპირებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნების წინ პირობა დადო, რომ თხილზე მონოპოლია დამთავრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
გურიაში და ოზურგეთში ახლა მტავარი პრობლემა ადამიანებისთვის არის თხილის ფასი. ულუკმაპუროდ ტოვებენ ადამიანებს და სწორედ ეს მოთხოვნა გვაქვს ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომ კეთილი ინებონ და ზურუნველყონ, დარეგულირდეს ეს ფასი და დაეხმარონ ამ ადამიანებს. როგორც ხედავთ, არაფერი მსგავსი ამ ადამიანებს არ აინტერესებთ. ყოველთვის პირზე აკერიათ „ნაციონალურ მოძრაობა“ , სხვათაშორის, ის „ნაციონალური მოძრაობა< რომლის დროსაც 11-დან 12 ლარამდე ღირდა თხილი. 16 საკითხი ჩამოთვალეს ახლა და 1 საკითხიც არ შეეხება ხალხის პრობლემებს. ეს არის ამათი სახე, - თქვა ნიკოლაიშვილმა.
თავის მხრივ, "ოცნების" წარმომადგენელმა ქეთი ხომერიკმა ნიკოლაიშვილს ცრუპენტელა უწოდა, თუმცა ვერ განმარტა რატომ არის დღეს თხილლის ფასი ასე იაფი და რას აკეტებს ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
ეს არის ცრუპენტელა ადამიანი. არასდროს აინტერესებდა ენმ-ს ხალხის ბედი. ეს არის რეჟიმის პარტიის წარმომადგენელი. ეს ქალბატონი არის სიმულანტი, რომელსაც არ აინტერესებს ხალხის ბედი. მხოლოდ იმისთვის იწერს ქულებს, რომ ხაბეიშვილმა მოახვედროს პარლამენტში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვეხმარებით ჩვენს მოსახლეობას და ყველანარად გვერდში ვუდგავართ. სამშობლოს უარყმყოფელი სიმულანტი სააკაშვილიდიდი ხანია უკვე დაშორდა საქართელოს მოსახლეობას, - თქვა ხომერიკმა.
ხომერიკის სიტყვებმა ენმ-ში პროტესტი გამოიწვია.
მიშა რა შუაშია 2 ლარად რომ თხილს იბარებენ? კონკრეტულ კითხვას გისვამენ, - იუთხრეს ენმ-ს წევრებმა ხომერიკს.
შექმნილი ხმაურის გამო საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. პროტესტის ნიშნავს ტატია ნიკოლაიშვილმა საკრებულოს სხდომა დატოვა.