"ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის ფედერაციის ერთადერთი საყრდენია - ალუდა ღუდუშაური

02.06.21 11:18
"ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის ფედერაციის ერთადერთი საყრდენია - ალუდა ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური, აშშ-ს სენატორების -  ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის-საქართველოში დაგეგმილ  ვიზიტს ეხმაურება. დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. მისი თქმით, სენატორები ადგილზე ვიზიტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან.

ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება. 

ეს არის პირდაპირი გზავნილი ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტის მისამართით, რომ აშშ კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ეს არის მკაფიო გამოხატულება, მხარდაჭერა და არის უმნიშვნელოვანესი. ასევე, ბუნებრივია, ხაზი გაესმევა და მსჯელობა იქნება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. მათთის კიდევ ერთხელ ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდება „ნაციონალურ მოძრაობის“ დესტრუქციული ნაბიჯები. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიფორმა ის მდგომარეობა, რომ ის არის ერთადერთი პირდაპირი დასაყრდენი რუსეთის ფედერაციისთვის, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 
 

სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვლენ. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გასულ კვირას გაავრცელა.  

მსგავსი სიახლეები