პრობლემების სტიქიაზე გადაბრალებით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობა დამალოს - ირაკლი აბესაძე

30.08.23 13:27
პრობლემების სტიქიაზე გადაბრალებით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობა დამალოს - ირაკლი აბესაძე

ყველაფრის სტიქიაზე გადაბრალებით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობა დამალოს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე საუბრობს. მისი თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურაიმდენად გაუმართავია, რომ დატბორვის პრობლემა მცირე ნალექის შემთხვევაშიც კი იქმნება. 

ნებისმიერი, ამაზე გაცილებით ნაკლები ნალექის მოსვლის შემთხვევაშიც კი ჩვენ გაქვს დატბორილი ქუჩები და გუშინდელი მიამიტური მცდელობა საზოგადოება შეცდომაში შიეყვანონ, დაამტკიცონ, რომ იმენი ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო, რომ სანიაღვრეს ემუშავა, რომ შეუძლებელი იყო ხეები არ წაქცულიყო, შეუძლებელი იყო, რომ სახლები არ დატბორილიყო, რა თქმა უნდა, არის მცდელობა, საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვის, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა და სხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.