თბილისის მერისგან ვისმენთ სამარცხვინო გადაბრალებას - ბუაძე გუშინდელ სტიქიაზე

30.08.23 13:34
თბილისის მერისგან ვისმენთ სამარცხვინო გადაბრალებას - ბუაძე გუშინდელ სტიქიაზე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ გუშინ თბილისში სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებელი სწორედ დედაქალაქის მერია, რომელიც ყოველთვის ყველა პრობლემის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. 

თბილისის მერისგან ვისმენთ სამარცხვინო გადაბრალებას, თითქოს ხან კომპანიის ბრალია, ხან უხვი ნალექის ბრალია, ხან თავად მოქალაქეების ბრალია ის, რაც ხდება, მაშინ, როცა სინამდვილეში, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას იმაზე, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს იმ ფორმით, რომ ამ ქალაქში ცხოვრება არ იყოს სახიფათო და წვიმის დროს არ ნადგურებოდეს როგორც საჯარო ინფრასტრუქტურა, ისე ადამიანების საკუთრება და ქონება, რომელიც გუშინდელი წვიმის შედეგად ვნახეთ რა მასშტაბზე იქნა დაზიანებული, - ამბობს საბა ბუაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა და სხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.