კოლექტორები ნაგვით გადაიფარა და გაბიდნა - "ოცნება" თავს იმართლებს
ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების შემდეგ მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია. კახა კალაძის შემდეგ დაბინძურებულ სანიაღვრეებზე უკვე შპს „ თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ფაჩულიაც საუბრობს. მისი თქმით, რომ არა კოლექტორების დანაგვიანება, ისინი ძალიან კარგად მუშაობენ.
გადაიფარა კოლექტორები, ასე ვთქვათ, სანიაღვრე სისტემები ფოთლებით, ნაჭრებით, ცელოფნებით, რამაც გაბიდნა და გატარების შესაძლეობლობა აღარ მისცა კოლექტორებს. სხვა შემთხვევაში კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, ამის ფაქტია ის, რომ წვიმამ რომ გადაიღო, დაახლოებით 10 წუთში მთელი ტერიტორია იყო გაწმენდილი. მდინარეები მოდიოდა, თქვენ თუ ნახავდით. ამ დროს წარმოუდგენელია საერთოდ რამე კოლექტორზე საუბარი, როდესაც მთელ გზაზე მდინარე მოედინება, - ამბობს ფაჩულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა და სხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.