დაიშალოს კარასინი-აბაშიძის ფორმატი - შალვა ნათელაშვილი

30.08.23 14:08
დაიშალოს კარასინი-აბაშიძის ფორმატი - შალვა ნათელაშვილი

დაიშალოს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, - ასე გამოეხმაურა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, კარასინის განცხაების ფონზე "ოცნების" დუმილი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასტან შეთანხმებით მოქმედებს. 

მოვლენათა გავითარება აჩვენებს, რომ კრემლიდან კვლავ საავდრო ღრუბლები იკრიბება ჩვენს თავზე. მედდვედევის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორიათა რუსეთზე მიერთების შესახებ გუშინ კვალად მოჰყვა ავადსახსენებელი კარასინის განცხადება გაკეთებული ცხინვალში, რომ ინდოეთი და ჩინეთი თურმე რუსეთის თხოვნით აღიარებს მალე სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. ეს ყველაფერი არ გახლავთ სახუმარო და ამ ფონზე დუმს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს დაშლის თანაავტორია მოსკოვთან ერთად, ოღონდ ამ შემთხვევაში, როლები განაწილებული გახლავთ: ხმამაღლა მოსკოვი საუბრობს, ისინი თავიანთი დუმილით ადასტურებენ იმას, რაც გულში აქვთ და რისი პირობაც კაი ხანია მიცემული აქვთ რუსეთისთვის.

მე მოვითხოვ, „ლეიბორისტული პარტია“ მოითხოვს, ქართველი ხალხი მოითხოვს, დაიშალოს კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რომელიც შექმნილია საქართველოს რბილი დაშლისთვის. 
მეორე - სანამ კარასინი არ გავა ოფიციალური დელეგაციიდან შეჩერდეს ჟენევის ფორმატის მუშაობაც ამასთან ერთად. ალბათ საინტერესო იქნება ისიც, რომ კარასინს, ამ ავადსახსენებელ დიპლომატს, აფინანსებს მილიონებით ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში აკრედიტირებული ფარცხალაძის ჯგუფის მეშვეობით და მე იმედი მაქვს, რომ ოკუპანტი ქვეყნის გენერალური პროკურატურა დაინტერესდება თავისი ჩინოვნიკის კორუფციული საქმიანობით, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.