რუსეთის მორიგი ნაბიჯი რბილი ძალის გამოყენების მიზნით - სამადაშვილი რუსეთში უფასო სწავლებაზე
'სახიფათო განაცხადი", - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამდაშვილი რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო სწავლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. ოპოზიციის წევრი დარმუწნებულია, რომ ოკუპანტი ამას საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებს.
ეს რა თქმა უნდა, არის რუსეთის მხრიდან მორიგი ნაბიჯი, რბილი ძალის გამოყენების მიზნით, ანუ წაიყვანს სასწავლებლად, დააფინანსებს და მოამზადებს საკუთარი გავლენის შესაბამისად, აგენტებს ჩვენს ქვეყანაში, მომავალში საკუთარი ინტერესების დასაცავად. ეს არის ძალიან სახიფათო განაცხადი და მე მაინტერესებს, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რას დაუპირისპირებს ამას, მაგალითად, დააფინანსებს თუ არა დასავლეთში განათლების მიღებას უფრო მეტი ახალგაზრდისთვის", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
აგრესორი ქვეყანა ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს. განაცხადების მიღება უკვე 1 სექტემბრიდან დაიწყება. მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართულობას "ალტ-ინფოც" ადასტურებს.