უფასო სწავლა რუსეთში - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

30.08.23 17:58
უფასო სწავლა რუსეთში - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

უფასო სწავლა რუსეთში - "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ არ ისურვებდა მის შვილს განათლება რუსეთში მიეღო. 

ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ სიფრთხილე თავად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ. 

რუსეთი რაც ცდილობს, ის იმასთან შედარებით რაც უკვე გააკეთა და დაატრიალა საქართველოში, ეს იმასთან შედარებით ზღვაში წვეთია. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამაზე უფრო მეტად მძიმე რამ, მე ყოველ შემთხვევაში, არ მიმაჩნია, რომ რამე შეიძლება არსებობდეს. მე პირადად, ნამდვილად არ გახლავართ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთის ფედერაციაში ძიებით. სიფრთხილე საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს იმ მიმართულებით, როდესაც, მაგალითად, არჩევანს გააკეთებს ამ მიმართულებით, შვილებისთვის როგორ დაგეგმოს განათლების მიწოდება, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას სიფრთხილე გვმართებს. იმავდროულად სიფრთხილეა საჭირო, იმ მიმართულებითაც თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ასეთ ინიციატივები რუსეთის მხრიდან, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

აგრესორი ქვეყანა ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს. განაცხადების მიღება უკვე 1 სექტემბრიდან დაიწყება. მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართულობას "ალტ-ინფოც" ადასტურებს.