კარასინს მედევდევის განცხადების გადაფარვაში აქტიურად ეხმარებით - მდინარაძე კრიტიკულ მედიას
"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გრიგორი კარასინმა ვლადიმერ მედვედევის განცხადების გადაფარვა სცადა, რადგან მედვედევის განცხადება ანექსიის მტკიცებულება იყო. კარასინმა თქვა, რომ შეეცდებიან აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს.
მდინარაძე ასევე ირწმუნება, რომ კარასინის მედევდევის განცხადების გადაფარვაში სწორედ ქართული კრიტიკული მედია ეხმარება, რომელიც აღნიშნულ საკითხზე კითხვებს სვამს.
მედვედევის განცხადებამ გააღიზიანა, ანექსიის მტკიცებულება იყო ის განცხადება და აღშფოთება გამოიწია აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც კი და ამისი გადაფარვის მცდელობა იყო კარასინის განცხადება და ამ გადაფარვის მცდელობაში თქვენ ეხმარებით აქტიურად. ნებით თუ უნებლიედ, არ ვიცი დავაბრალოთ თუ არა ამისი ნებაა, "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიები, ოპოზიციონერი ჟურნალისტები რასაც ხელს უწყობდნენ, - ამბობს მამუკა მდინარაძე.