არაღიარების პოლიტიკას თავს წარმატებით ვართმევთ - გიორგი ამილახვარი კარასინის განცხადებაზე

30.08.23 17:41
არაღიარების პოლიტიკას თავს წარმატებით ვართმევთ - გიორგი ამილახვარი კარასინის განცხადებაზე

გრიგორი კარასინის მუქარას ხელისუფლება ისევ დუმილით პასუხობს. საქმე ეხება რუსი მაღლჩინოსნის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შეეცდებიან აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს.

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი კი ამტკიცებს, რომ მთავრობა არაღიარების პოლიტიკას წარმატებით აწარმოებს და შემდგომშიც ასევე გააგრძელებს. 

საქართველოს მთავრობა, როგორც აქამდე იმ არაღიარების პოლიტიკას როგორც ატარებდა, მათ შორის, ეკონომიკის განვითარებით, სამშვიდობო პოლიტიკით და ყველაზე მძლავრი ხაზი რაც ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურს და ხაზს, იმ ქვეყნებთან მუშაობით, რომ ეს არ მოხდეს და უკვე მერამდენე წელია ამას წარმატებით აღწევს. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიდგომა იქნება ანალოგიური და კიდევ გაძლიერდება, რომ ეს არ დავუშვათ. სხვა ახლა ვის თავში რა მოუვა, ბუნებრივია, ამაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, - ამბობს გიორგი ამილახვარი.