პრეზიდენტის ნაბიჯები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელსაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ - მაჭარაშვილი
პრეზიდენტის ნაბიჯები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელსაც საქართელოსთვის კარგი არ სურს, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილს საქართველოში არეულობა სურს და მისი ვიზტებიც ამას ემსახურება.
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი პატივს რომ არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს, ეს უკვე დადგინდა და თავად აღიარა. ეს არის ანი-ბანი, რაზეც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა, მაგრამ ამას მიზანმიმართულად აკეთებს. სამწუხაროდ, არ ზის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დღის წესრიგში, მისი ნაბიჯები და განცხადებები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ. კარგად ვიცით, მის ვიზიტს რა მიზანი აქვს. მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. ამიტომ იყო მოწოდებები ხელისუფლების უკანონო შეცვლაზე. იმედია, ამის შემდეგი პრეზიდენტი საქართველოს დღის წესრიგში ჩაჯდება, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს იწყებს. ზურაბიშვილი აპირებს პოლიტიკოსები თავად დაარწმუნოს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ნამდვილად იმსახურებს. პირველი ოფიციალური შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. ბერლინში ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება.
პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე ტანხმობა არ მიუცია.