დარწმუნებული ვარ, ძალიან მკაფიო გზავნილები ექნებათ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს „ოცნების“ მიმართ - ბოკუჩავა

02.06.21 11:30
დარწმუნებული ვარ, ძალიან მკაფიო გზავნილები ექნებათ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს „ოცნების“ მიმართ - ბოკუჩავა

აშშ-ს სენატორების საქართველოში ვიზიტს ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება უცხოელი დიპლომატებისგან მკაფიო გზავნილებს მიიღებს. 

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილები ექნებათ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტს და მის სულისკვეთებას, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვნად მართლმსაჯულების ნაწილში, სადაც ღია გზავნილები ჰქონდა აშშ-ის ელჩს, როდესაც მოუწოდა მოსამართლეთა კონფერენციას, რომ არ მომხდარიყო არჩევა იმ მოსამართლე წევრების უზენაეს საბჭოში, რომელიც აირჩიეს, რომელიც არღვევდა შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და ამისთვის არაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.


 სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვლენ. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გასულ კვირას გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები