დაპირისპირების პიკი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის - "ოცნებამ" ზურაბიშვილის იზოლაცია გადაწყვიტა

30.08.23 20:01
დაპირისპირების პიკი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის - "ოცნებამ"  ზურაბიშვილის იზოლაცია გადაწყვიტა

 

 

ასეთი სკანდალი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ჯერ არ ყოფილა. სალომე ზურაბიშვილს ქვეყნიდან არ უშვებენ. ხელისუფლებამ პრეზიდენტის იზოლაცია გადაწყვიტა. დღეს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ყველა ვიზიტი დაბლოკა. მათ შორის საუბარია ყირიმის პლატფორმის სამიტზე, სადაც ზურაბიშვილი ოფიციალურად იყო დაპატიჟებული.  ზურაბიშვილს უარი ეთქვა, პოლონეთში, ბელგიაში, დანიასა და გაერთიანებულ საემიროებში დაგეგმილ ვიზიტებზე. ამ ინფორმაციას კი თავად მთავრობის ადმინსიტრაცია ავრცელებს.  

ამის მიუხედავად, როგორც ჩანს ზურაბიშვილი ვერ გააჩერეს. პრეზიდენტი ევროპაში მაინც წავიდა. ამ ტურნეს მისიაა დაარწმუნოს მისი კოლეგები, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

პრეზიდენტის ურჩობამ კი ხელისუფლება სრულ ისტერიკაში ჩააგდო. დღეს პირველად ღიად თქვეს, რომ იმპიჩმენტისთვისაც მზად არიან, უბრალოდ, პარლამენტში  ხმები არ ჰყოფნით.  ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ, რადგან ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.