პრეზიდენტს დაბლოკავთ? უფრო მეტი ხალხი ჩავალთ კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად - ლომჯარია მთავრობას
ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ, - ასე ეხმიანება ყოფილი სახალხო დამცველი მთავორბის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა, რომ პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტები დაუბლოკა. ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტის დაბლოკვა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად უფრო ბევრი ხალხი ჩავა.
ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არაუშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე.
პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა, - წერს ლომჯარია.