გააუქმებს თუ არა პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს - რას გადაწყვეტს ზურაბიშვილი
გააუქმებს თუ არა პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ღარიბაშვილს ამ დრომდე არ პასუხობს. რამდენიმე საათში გერმანიაში ზურაბიშვილის პირველი შეხვედრა უნდა დაიწყოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "პირველებს" უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბერლინში მიემგზავრება, თუმცა როდის და ვის შეხვდება პრეზიდენტი, უცნობია.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გავრცელებული განცხადებით თქვა, რომ პრეზიდენტის ყველა ვიზიტი სექტემბერში ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში დაბლოკა.