მთავრობამ გადაწყვიტა, საბოლოოდ გაანადგუროს პრეზიდენტის ინსტიტუტი - დეკანოიძე
რატომ ბლოკავს საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს, რომელიც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებას ემსახურება - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს საგარეო კურსთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული პოზიციის გამო სჯის.
"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე რამდენიმე ფაქტორს ჩამოთვლის, რის გამოც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ზურაბიშვილზე გაბრაზებულია და მთავრობა ახლა ცდილობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს.
პოზიციით, რომელიც მან დააფიქსირა, თუნდაც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ასევე რუსულ კანონზე, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, ასევე ის სწორი პოზიცია, რომელიც მას ჰქონდა 12 რეკომენდაციაზე და ზოგადად, იმ ვეტოზე, რომელიც მან დაადო ზუსტად 12 რეკომენდაციის კონტექსტში ბევრ კანონს, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გადაწყვეტს, პრაქტიკულად, საბოლოოდ გაანადგურონ პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა, ვინც კრიტიკას გამოხატავს ხელისუფლების მიმართ, ასე საშინლად, ზუსტად არადემოკრატიული მეთოდებით გაუსწორდნენ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტები დაბლოკა. უწყება სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის თანხმობით უნდა ახორციელებდეს.