პულტებით მანიპულაცია და ხმაურიანი სხდომა საკრებულოში - ენმ-მ აშშ-სა და ევროკავშირს ელჩებს მიმართა
ოპოზიციის დავა კახი კალაძის წინააღმდეგ ახალ ფაზაში გადადის - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა წერილით აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართეს. პოლიტიკოსებმა დიპლომატებს ინფორმაცია საკრებულოს ბოლო ხმაურიანი სხდომისა და პულტებით მანიპულაციის შესახებ, მიაწოდეს.
საუბარია იმ კადრებზე, რომელიც "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად გადაიღო, რომელშიც ჩანს ხმებით მანიპულირება, როდესაც დეპუტატები ერთმანეთის ნაცვლად ხმას აძლევენ კენჭისყრის პროცესის დროს.
ფრაქცია "ენმ"-ს წევრი ბარბარა ჯიმერი-სულაშვილის თქმით, მის მიერ შეტანილ წერილში დეტალურად არის აღწერილი კენჭისყრის პროცედურაზე, ასევე იმაზე, თუ რა ვითარებაში მოუწიათ დარგობრივ ექსპერტებს აზრის გამოთქმა და ასევე, რატომ არ შეუშვეს საშვიანი მოქალაქეები სხდომის დროს დარბაზში.
წერილი შემაქვს აშშ-ს ელჩთან თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, სადაც არის დეტალურად აღწერილი არამხოლოდ ეს თბილისისთვის დამანგრეველი სამშენებლო პროექტების დამტკიცების კენჭისყრის პროცედურაზე, რომელიც არის საკმაოდ პრობლემატური, არამედ ზოგადად, მაგალითად რა ვითარებაში მოუწია დარგობრივ ექსპერტებს აზრის გამოთქმა, რატომ არ შეუშვეს საშვიანი მოქალაქეები სხდომის დროს დარბაზში, ახლა თუ საკრებულოში ასეთ რაღაცეებს იკადრებენ მომავალ წელს არჩევნებზე რას იზამენ. პარალელურად მიდის წერილი ევროკავშირის დელეგაციის ელჩთან, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ ესეთ ფაქტებს", - ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბარბარა ჯიმერი-სულაშვილი.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რიმ გახარიას გუნდი კალაძეს უჩივის. პარტიაა საქართველოსთვის წევრები თბილისის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ..
ოპოზიცია ითხოვს შოთაძის უწყებამ გამოძიება პოლიტიკური კორუფციის ნიშნით დაიწყოს, რადგან არსებობს ეჭვები, რომ თბილისში ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქს კალაძე, სწორედ ნაცნობი ბიზნესმენების ხათრით უნთებს.