ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“, რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში - მანჯგალაძე
პრემიერის მიერ პრეზიდენტის ევროპული ტურნეს დაბლოკვას ოპოზიცია რუსეთის მთავრობის მითითებას უკავშირებს.
პაატა მანჯგალაძე იხსენებს რამდენიმე დღის წინ დიმიტრი მედვედევის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, სადაც პუტინის მარიონეტი საქართველოს მთავრობას პრაგმატული პოლიტიკის გამო აქებს, სალომე ზურაბიშვილს კი აკრიტიკებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" იმეორებს სწორედ იმ გზავნილებს და დგამს ზუსტად იმ ნაბიჯებს, რა დირექტივებსაც მოსკოვიდან იღებს.
ქართულ ოცნებას“ არანაირი არგაღიზიანების პოლიტიკა არ აქვს, პირდაპირ რუსული პოლიტიკა აქვს და არაფერ შუაშია შიში და არგაღიზიანება. რაც ახლა ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებით, ამას ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ფრანგი ქალბატონი, რომელიც ქართულად ვერც საუბრობს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის. ამ გზავნილს ერთი ერთში, იმეორებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა - ანუ მედვედევს ეს რომ არ ეთქვა, გამოვიდოდა, რომ ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის არგაშვება. ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“ რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.