კონსტიტუციით ვალდებულია შეგვითანხმდეს და შემდეგ დაგეგმოს აქტივობები - სარჯველაძე პრეზიდენტზე
"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. ბრალდება დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გაახმოვანა.
დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ვიზიტები დაგეგმა, წავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეატყობინა საზოგადოებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.
თუკი სურვილი აქვს პრეზიდენტს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს კანდიდატის მოსაპოვებლად აქტივობებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ანუ საგარეო საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის კუთხით რაღაცა წვლილი შეიტანოს. ამ კუთხით კონსტიტუციის თანახმად ის ვალდებულია შეთანხმდეს ამ თემებზე მთავრობასთან და ამის შემდეგ დაგეგმოს აქტივობები. მოხდა პირიქით - ჯერ დაგეგმა და შემდეგ დაიწყო ფიქრი, რით შეიძლება აიხსნეს ეს ყველაფერი. ეს არ გამოიყურება მართებულად და აქ არის ზუსტად წინააღმდეგობა კონსტიტუციის დებულებასთან," - ამბობს სარჯველაძე.