პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებაა, სკანდალური სიგნალია - რომან გოცირიძე პრეზიდენტის ტურის დაბლოკვაზე

31.08.23 12:51
პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებაა, სკანდალური სიგნალია - რომან გოცირიძე პრეზიდენტის ტურის დაბლოკვაზე

"ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესების გატარება, ეს არის გაგრძელება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კურსის," - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" ხელმძღვანელი რომან გოცირიძე პრემიერის მიერ პრეზიდენტისთვის ევროპული ტურის დაბლოკვას.

რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლება ანტიდასავლურ პოზიციას უკვე მიზანმიმართულად აფიქსირებს.

ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესების გატარება, ეს არის გაგრძელება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კურსის და სკანდალური გადაწყვეტილება, როდესაც პრეზიდენტი ხვდება უცხოეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს და არ აქვს ამის უფლებამოსილება უკვე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მძაფრად აჩენს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოზიციას - მოურიდებლად და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად.

ზურაბიშვილთან დაკავშირებული ეს სკანდალი, ვინაიდან გერმანიის, სხვა ქვეყნების პირველ პირებს ხვდება, ისე რომ არ აქვს მთავრობის ნებართვა, კიდევ ერთი სიგნალია, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციების საჯაროდ გამჟღავნების, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.