იაფფასიანი თამაშია პიროვნული წყენების და ტკენების - დათუნაშვილი პრეზიდენტის ევროპული ტურის დაბლოკვაზე

31.08.23 13:10
იაფფასიანი თამაშია პიროვნული წყენების და ტკენების - დათუნაშვილი პრეზიდენტის ევროპული ტურის დაბლოკვაზე

"პრეზიდენტის ტურნე ევროკავშირში, რა ფორმით შეიძლება იყოს შემაფერხებელი ქართული დიპლომატიისთვის წარმოუდგენელია," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი პრემიერის მხრიდან პრეზიდენტისთვის ევროპული ტურის დაბლოკვას.

დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერის ნაბიჯი სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირად წყენას უკავშირდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს ქმედებები საბოლოო ჯამში, ქვეყანას აზიანებს.

პრეზიდენტის ტურნე ევროკავშირში, რა ფორმით შეიძლება იყოს შემაფერხებელი ქართული დიპლომატიისთვის და ქართული საერთაშორისო პოლიტიკის განმსაზღვრელი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. აქ არის მარტივი, იაფფასიანი თამაში პიროვნული წყენების, პიროვნული ტკენების, რომელიც საბოლოოდ აზიანებს მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.