მედვედევი ამბობს და საქართველოს მთავრობა ახორციელებს - ასათიანი პრეზიდენტის ტურნეს დაბლოკვაზე
"გვყავს ისეთი მთავრობა, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალექსანდრე კრევო-ასათიანი პრეზიდენტისთვის ევროპული ტურის ჩატარებაზე პრემიერის მხრიდან ნებართვის არ გაცემას.
კრევო-ასათიანი თვლის, რომ პრემიერის ეს ნაბიჯი პირდაპირ გაგრძელებაა რუსი მაღალჩინოსნის, დიმიტრი მედვედევის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების, რა დროსაც რუსეთის ყოფილმა პირველმა პირმა საქართველოს პრეზიდენტი მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა, მთავრობა კი შეაქო.
ორი დღის წინ დიმიტრი მედვედევი გამოვიდა და გალანძღა სალომე ზურაბიშვილი, დღეს საქართველოს მთავრობამ იფიქრა, რომ სწორი ნაბიჯი მათი მხრიდან იყო, რომ შეეზღუდათ მისი ვიზიტები, ალბათ, არც სჭირდება მეტი ანალიზი. მედვედევი ამბობს და საქართველოს მთავრობა ახორციელებს. გვყავს ისეთი მთავრობა, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.