ზურაბიშვილი ევროპაში გაემგზავრა ივანიშვილის გადასარჩენად, გათამაშებული სცენარია - ნათელაშვილი
"ეს არის გათამაშებული სცენარი - არანაირი დაპირისპირება მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს შორის არ არსებობს," - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტისთვის ევროპული ტურნეს დაბლოკვას.
ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ სცენარის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მთავრობას და პრეზიდენტს საგარეო კურსთან დაკავშირებით სხვადასხვა როლი დააკისრა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს მიზანიც ამ შემთხვევაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისგან გადარჩენაა.
ისინი არიან ბედკრული რუსი ოლიგარქის მონები და ის უნაწილებს როლებს - ზოგს პროდასავლურ, ზოგს პრორუსული მიმართულებით. შესაბამისად, დღეს სალომე ზურაბიშვილი ევროპაში გაემგზავრა ივანიშვილის გადასარჩენად, რომ არ იქნას ის დასანქცირებული, რამდენჯერმე ეს გამოუვიდა, იმედია, ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდება,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.