სავარაუდოდ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება - რას პასუხობს ხაბეიშვილის ფრთა თანაგუნდელების ბრალდებებს?
რეპრესიებში დადანაშაულებული გიორგი ბოტკოველი პარტიის წევრების ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობს. ენმ-ის რეგიონალური მდივანი ყოფილი თანაპარტიელების ხმაურიან განცხადებებს "სირცხვილს" უწოდებს.
ბოტკოველმა არ გამორიცხა, რომ „სავარაუდოდ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება“.
"სირცხვილია უბრალოდ, ახლა დიქტატორი მიწოდა მგონი, თურმე დიქტატორი ვყოფილვარ და სირცხვილია, საკუთარი ოჯახის წევრების მაინც უნდა შერცხვეს ჩემზე, როცა დაიწყებს საუბარს. მე მაგ ადამიანისთვის სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია მთელი ცხოვრება.
ახლა მისი წასვლა პარტიიდან, ნებისმიერი ადამიანის წასვლა პარტიიდან არ არის სასარგებლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ ეს არის ახლა პარტიიდან განმეორებითი წასვლების კვირეული იქნება. ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა, ფაქტობრივად, ბევრი არ იყო, ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა რაღაც განცხადებები აკეთა და ალბათ ახლა იმ სიტყვას ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ახალმა დაპირისპირებამ დღეს იფეთქა - იმედა კევლიშვილმა, რომელიც ნაც მოძრაობის რიგებში 20 წელწადზე მეტ ხანს ირიცხებოდა, პარტია დატოვა.
ხაბეიშვილს აკრიტიკებენ ახმეტაშიც - ყველა ამბობს რომ მათ ნიკა მელიას მხარდაჭერა არ აპატიეს.