საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა - დამკვირვებლებმა სპეციალური ანგარიში უნდა მოამზადონ

02.06.21 11:47
საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა - დამკვირვებლებმა სპეციალური ანგარიში უნდა მოამზადონ

შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების პროცესზე დასაკვირვებლად საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა. უცხოელი დიპლომატები შეხვედრებს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ცალ-ცალკე გამართავენ. ევროსაბჭოს წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს უკვე შეხვდნენ. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ამბობს, რომ უცხოელ დიპლომატებთან საუბარი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებათაც ექნებათ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე უარსაც განიხილავენ. 

ჩვენ გვექნება საუბარი პოლიტიკურ მოცემულობაზეც, გვექნება საუბარი იმაზეც, რომ არიან საქართველოში პოლიტიკური ჯგუფები, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არღვევს და საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

კონსულტაციების შემდეგ დამკვირვებლები სპეციალურს ანგარიშს მოამზადებენ, სადაც ქვეყანაში სარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიმდინარეობას შეაფასებენ.
 

მსგავსი სიახლეები